Saturday, November 14, 2015
ინტელის პირველი დღე
შევედით საიტზე www.htpc.ge/essential და გავეცანით ინტელის პროექტის ფორმას - intel education viewer .
ვნახე, თუ როგორ უნდა ვისარგებლო ამ პროგრამით. კერძოდ, მოდულების ჩამონათვალი, ტექსტის მონიშვნა, გაფერადება და შენახვა. შემდეგ ამ მასალის წაშლა-აღდგენა.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის პროექტი და რით განსხვავდება ის გაკვეთილისაგან. ანუ პროექტის შედგენას სჭირდება გარკვეული რესურსები, როგორებიცაა: პრობლემის დასმა, მიზნების განსაზღვრა, კვლევების ჩატარება და ა. შ.ამავდროულად შევქმენი საკუთარი პორტფოლიო, რომელიც შედგება რამდენიმე ფაილისაგან.ამ ფაილებში შევინახე გარკვეული დოკუმენტები. უკეთ რომ გამეგო პროექტის შედგენის არსი, თვალსაჩინოებისათვის გავეცანით viewer -ის რესურსებში არსებულ პროექტ “რომეო და ჯულიეტას" გეგმას, რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის გეგმის შექმნისას.
1.გაცნობა
2.ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა, კურსის მიზანი
3.გზამკვლევის გაცნობა
4.პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5.კურსის რესურსების გაცნობა შენახვა
6.პროექტების განხილვა
7.ბლოგის შექმნა
8.რეფლექსია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment